იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებზე საფასურის გადახდას მომხმარებლები ოპერატორთან თიბისი ბანკის პოსტერმინალებით შეძლებენ

Friday, 21 July 2017

დღეიდან, იუსტიციის სახლში მოსულ მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების საფასურის გადახდა განაცხადის მიმღებ ოპერატორთან საბანკო პლასტიკური ბარათით შეეძლებათ. ხელშეკრულებას იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის უკვე მოეწერა ხელი.

ცხრაკლასდამთავრებულებს დღეიდან განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება შეეძლებათ

Thursday, 20 July 2017

ცხრაკლასდამთავრებულებს 20 ივლისიდან საქართველოს იუსტიციის სახლის ფილიალებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება შეეძლებათ.

იუსტიციის სახლი შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისების გაცემის სტატისტიკას აჯამებს

Monday, 17 July 2017

იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში შსს სერვისების მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მხოლოდ ორი თვის განმავლობაში იუსტიციის სახლებში 3 200-ზე მეტი ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცა.

მარტვილში იუსტიციის სახლი აშენდება

Monday, 17 July 2017

სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას მარტვილის მოსახლეობაც შეძლებს. მალე ქალაქში იუსტიციის სახლის მშენებელობა დაიწყება. 5 ივლისს ის ადგილი, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოინახულა.

ხონში იუსტიციის სახლი აშენდება

Monday, 17 July 2017

ერთ სივრცეში სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას ხონის მოსახლეობაც შეძლებს. უახლოეს მომავალში ქალაქ ხონში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება. ის ადგილი, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, 11 ივლისს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოინახულა.

იუსტიციის სახლს ანტიგუას და ბარბუდას დელეგაცია ეწვია

Monday, 17 July 2017

იუსტიციის სახლს ანტიგუას და ბარბუდას ინფორმაციის, ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის მინისტრი ბ-ნი მელფორდ ნიკოლა ეწვია.

იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში ატესტატების გაცემა დაიწყო

Monday, 17 July 2017

სკოლადამთავრებულებს დღეიდან საქართველოს იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება შეეძლებათ. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე იუსტიციის სახლის აღმსარულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ, განაცხადეს, მიმდინარე წელს 12-კლასდამთავრებული 39 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული და ისინი ატესტატებს - სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს - უფასოდ მიიღებენ.

ერთ სივრცეში სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას ხონის მოსახლეობაც შეძლებს

Monday, 17 July 2017

უახლოეს მომავალში ქალაქ ხონში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება. ის ადგილი, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, 11 ივლისს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოინახულა.

იუსტიციის სახლს გერმანიის დელეგაცია ეწვია

Monday, 17 July 2017

იუსტიციის სახლს გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან და მუნიციპალურ საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია.

„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სახლში სკრინინგი ჩატარდა

Monday, 17 July 2017

„განიკურნე!“ - ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და ვიზიტორებს C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ. პროცესის მიმდინარეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული იუსტიციის სახლის დირექტორ გივი აზაურაშვილთან ერთად დაესწრო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა 2 ჯგუფი კვლევებს სწრაფი-მარტივი ტესტების საშუალებით, მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა, მიღებულ ინფორმაციას კი, ახლად შემუშავებულ C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ელექტრონულ სისტემაში ათავსებდა. იუსტიციის სახლში გამართულ სკრინინგის აქციაში ათეულობით ადამიანი ჩაერთო.